Bloomberg: G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს

10.01.24 10:16
Bloomberg: G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს

საიდუმლო შეხვედრა უკრაინის მხარდაჭერის გასაძლიერებლად. გამოცემა ბლუმბერგი იტყობინება, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა  უკრაინასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს.  გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა საუდის არაბეთში, ეროვნული უსაფრთოების მრჩეველთა დონეზე გაიმართა.

არსებული ცნობებით, საიდუმლო შეხვედრის მიზანი სამშვიდობო ფორმულის ამოქმედებაა იყო, რომელიც რუსულ აგრესიას შეაჩერებს.

 დასავლური მედია იტყობინება, რომ საიდუმლო შეხვერდა ხელშესახები გადაწყვეტილებებით მაინც ვერ დამთავრდა. თავის მხრივ, საიდუმლო შეხვედრა დაგმო და ფარსი უწოდა რუსეთმა.

მსგავსი სიახლეები