Time 2024 წლის 10 გლობალურ გამოწვევას ასახელებს
გამოცემა Time 2024 წლის 10 გლობალურ გამოწვევას ასახელებს. ამერიკული მედიის სიაში მოხვდა რუსული აგრესია უკრაინაში და ომი ისრაელ-ჰამას შორის.
Time-ის გუნდი ფიქრობს, რომ მიმდინარე წელს ყველაზე მეტად საყურადღებო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. გავლელიანი მედია ვარაუდობს, რომ არჩევნები ქვეყანაში პოლიტიკურ განხეთხილებას გააღრმავებს და ბოლო 150 წლის განმავლობაში სერიოზული გამოცდის წინაშე დადგება ამერიკული დემოკრატიის ხარისხი.