გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

10.01.24 10:28
გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ეჭვმიტანილებს სახლების ძარცვას ედავებიან. წინასწარი მოთავსების იზოლატორში ამ დროისთვის ორი ქართველი მამაკაცი ჰყავთ გადაყვანილი, მესამე სავარაუდო დამნაშავეს კი გერმანელი სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. 

გერმანული მედია იტყობინება, რომ მამაკაცებმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში ათობით სახლი გაძარცვეს. მათი სამიზნე კი კონსტანტის ტბის რაიონი იყო. ნაძარცვის ჯამური მოცულობა 20 ათას ევროს აჭარბებს.

მსგავსი სიახლეები