სამხედრო სამედიცინო ცენტრი ლოიდ ოსტინის დიაგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

10.01.24 10:44
სამხედრო სამედიცინო ცენტრი ლოიდ ოსტინის დიაგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სამხედრო სამედიცინო ცენტრი ლოიდ ოსტინის დიაგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ირკვევა, რომ ამერიკის თავდაცვის მდივანი  პროსტატის კიბოს დიაგნოზით მკურნალობს, რომელმაც განიცადა გართულებები, რის გამოც ის 1-ელ იანვარს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღემდე მკურნალობს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კიბო დეკემბრის დასაწყისში აღმოაჩინეს და მინისტრმა 22 დეკემბერს "მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული პროცედურა" ჩაიტარა. 1-ელ იანვარს ოსტინი ხელახლა გადაიყვანეს საავადმყოფოში გართულებების გამო და მას საშარდე გზების ინფექცია აღმოაჩნდა.