რა შემთხვევაშია შესაძლებელი რუსეთის ამბიციების შეჩერება - ზელენსკის მოწოდება დასავლელ პარტნიორებს

თუ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს, კიევი მოსკოვს დაამარცხებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ ახლა მთავარი ხაზი სტრატეგიული პარტნიორების გადაწყვეტილებებზე გადის. რამდენიმე თვეში რუსეთ-უკრაინის ომიდან ზუსტად ორი წელი შესრულებდა. ამ ფონზე კი ომში მყოფი ქვეყანა აძლიერებს მოწოდებებს პარტნიორების მიმართ, რათა უკრაინაამ უწყვეტად მიიღოს სამხედრო და ფინანსური დახმარებები.
თავისუფლების დასაცავი არსენალისთვის ევროპას სჭირდება იარაღის ერთობლივი წარმოება. ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი წარმოება, ვიდრე ახლა. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ამბიციების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ არის საკმარისი ძალა მის შესაჩერებლად და ასეთი ძალა მხოლოდ ერთად გვექნება", - ამბობს ზელენსკი.