სარაკეტო იერიში ხარკოვზე - ოკუპანტებმა ხარკოვის ბავშვთა გამაჯანსაღებელი ბანაკის შენობა დაბომბეს
სარაკეტო იერიში ხარკოვზე - გუშინ ღამით ოკუპანტებმა ხარკოვის ბავშვთა გამაჯანსაღებელი ბანაკის შენობა დაბომბეს. ხარკოვის მერი წერს, რომ დაბომბვის შედეგად 2 რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა შენობა ცარიელი იყო და არავინ დაშავებულა.
რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, რუსებმა ხარკოვი ბელგოროდის ტერიტორიიდან, S-300 რაკეტით დაბომბეს.
დაბომბვის შედეგად სოფელ სლობოჟანსკეში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და სოფლის საკრებულოს შენობაც.