ევროპულ საბჭოში ორბანისთვის ხმის უფლების ჩამოსართმევად ევროპარლამენტში პეტიცია შეადგინეს

10.01.24 23:27
ევროპულ საბჭოში ორბანისთვის ხმის უფლების ჩამოსართმევად ევროპარლამენტში პეტიცია შეადგინეს

ევროპულ საბჭოში უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამოსართმევად პეტიცია შეადგინეს.

ევროპარლამენტარებს პეტიციის ხელმოწერა 12 იანვრამდე შეუძლიათ, ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, წერილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას გადაეგზავნება.

როგორც ევროპარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტის კოორდინატორი, პეტრი სარვამი წერს,  პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად ორბანისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა რჩება.

"წამოიწყო ისტორიული პეტიცია, რომლის წარმატების შემთხვევაში, ორბანს საბჭოში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთმევა. ეს არსებითად განსხვავდება იმ ყველაფრისგან რაც აქამდე გავაკეთეთ უნგრეთთან დაკავშირებით - ევროკავშირის შეთანხმების მე-7 (2) მუხლით გათვალისწინებული პროცედურა არასდროს დაწყებულა.

უნგრეთის წინააღმდეგ TEU-ს 7(2) მუხლის პროცედურის დაწყებისას, ევროკავშირი უნგრეთს მკაფიო გზავნილს გაუგზავნის, რომ მისი ქმედებები მიუღებელია. ეს ასევე გაუგზავნის მესიჯს ყველა წევრ სახელმწიფოს, რომ ევროკავშირი არ მოითმენს კანონის უზენაესობის უკანდახევას ან ხელშეკრულებებში გათვალისწინებული გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპის დარღვევას." - წერს სარვამაა წერილში.