ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთში ჩავიდა

11.01.24 10:30
ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ესტონეთშია. ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ესტონეთის დედაქალაქში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც იმყოფება. ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთში ლიეტუვადან ჩავიდა. 

„დიდი პატივია, ჩვენს კარგ მეგობრებსა და მოკავშირეებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დმიტრო კულებას, ტალინში მივესალმო. ჩვენ უკრაინას ძლიერ სიგნალსა და გარანტიას ვაძლევთ, რომ ესტონეთი მათ გვერდით მტკიცედ დგას და ამ ომს ჩვენ ერთად მოვიგებთ“, - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.