ჩამოართვენ თუ არა ორბანს ევროპულ საბჭოში ხმის მიცემის უფლებას? - ინტერვიუ რიკარდ იოზვიაკთან

11.01.24 15:31
ჩამოართვენ თუ არა ორბანს ევროპულ საბჭოში ხმის მიცემის უფლებას? - ინტერვიუ რიკარდ იოზვიაკთან

ჩამოართვენ თუ არა ვიქტორ ორბანს ევროპულ საბჭოში ხმის მიცემის უფლებას? ამ საკთხის ირგვლივ ბრიუსელში განხილვა არ წყდება. ევროპელ ლიდერებს რამდენიმე საათი რჩებათ იმისთვის, რომ უნგრეთის პრემიერის წინააღმდეგ შემუშავებულ პეტიციას ხელი მოაწერონ. თუმცა იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს, საჭიროა ერთსულოვნება, ანუ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან, 26-მა უნდა თქვას, რომ ორბანის პოლიტიკა ალიანსის პრინციპებს ეწინააღმდეგება. 

შეთანხმების მიღწევა რთული იქნება, რადგან "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის მოსაზრებით ორბანს მომხრეების იმედი აქვს. 

სლოვაკეთი და ავსტრია, სავარაუდოდ, ის ქვეყნებია, რომლების მხარდაჭერაც ორბანს ექნება.

იოზვიაკი "პირველებთან" ამბობს, რომ თუ ევროპელ ლიდერებს ორბანის დარწმუნება ისევ გაუჭირდებათ, არაა გამორიცხული, უნგრეთს ევროპული საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნის დრო რამდენიმე წლით გადაუწიონ.

ევროპულ პარლამენტს ჯერ-ჯერობით ამაზე ხელმოწერა არ გაუკეთებია, შესაძლებელია ასეთი არაერთი პეტიცია შეიქმნას, მაგრამ საბოლოო ჯამში, მას ევროკავშირის წევრი ქვეყნები იღებენ და საიმისოდ, რომ უნგრეთმა ხმის უფლება დაკარგოს, 26-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ამიტომ ეს შეუძლებლად მიმაჩნია. პოლონეთის მხრიდან ეს საშიშროება აღარ არის თუმცა, სლოვაკეთის ახალი მთავრობა ორბანთან მჭიდრო კავშირშია და ამას არ გააკეთებს, ასევე ავსტრია. ამ ორ ქვეყანას ბევრი საერთო აქვს, რადგან ავსტრიას უნგრეთში ეკონომიკური ინტერესი აქვს. ევროპელ ლიდერებს უკრაინისთვის 50 მილიარდის მიცემა უნდათ, რაც ორბანმა დაბლოკა, თუმცა ამას მაინც მიაღწევენ, რადგან ამის ბერკეტები არსებობს. უნგრეთი წლის ბოლოს ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უნდა გახდეს 6 თვით, რაც  უკრაინის და შუა აღმოსავლეთის საკითხების უკანა პლანზე გადასვლას ნიშნავს. თუ ევროპელ ლიდერებს ორბანის დარწმუნება ისევ გაუჭირდებათ, არაა გამორიცხული უნგრეთს ევროპული საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნის დრო გადაუწიონ რამდენიმე წლით. ასევე უნგრეთი დასავლეთისგან დაფინანსებასაც ელოდება, რაც იმას ნიშნვს, რომ ორბანს მოუწევს გაითვალისწინოს ევროპელი ლიდერების პოზიცია და აღარ გაჯიუტდეს", - აცხადებს იოზვიაკი.

ევროპულ საბჭოში უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამოსართმევად პეტიცია შეადგინეს.

ევროპარლამენტარებს პეტიციის ხელმოწერა 12 იანვრამდე შეუძლიათ, ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, წერილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას გადაეგზავნება.

როგორც ევროპარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტის კოორდინატორი, პეტრი სარვამი წერს,  პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად ორბანისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა რჩება.