უკრაინელი ბავშვები ბელარუსში სამხედროებთან ერთად, "გადარჩენის წვრთნებზე" გაგზავნეს - მედია
ათობით უკრაინელი ბავშვი ბელარუსში სამხედროებთან ერთად, "გადარჩენის წვრთნებზე" გაგზავნეს - უკრაინული მედია წერს, რომ 35 ბავშვი აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ანტრაციტიდან, რომელიც რუსეთს 2014 წლიდან აქვს ოკუპირებული, აღმოსავლეთ ბელარუსის ქალაქ მოგილევში გაგზავნეს, სადაც მათ ასწავლიდნენ, როგორ მოიქცნენ "ექსტრემალურ სიტუაციებში."
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტის შუა რიცხვებში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა.