ზელენსკისა და ორბანის შეხვედრის საკითხი - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩადის
ზელენსკისა და ორბანის შეხვედრის საკითხი - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩადის.
პიტერ სიიარტო ქალაქ უჟგოროდში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება.
უნგრელი მინისტრი შეხვედრას გამართავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან ანდრეი ერმაკთან. ვიზიტი 29 იანვარსაა დაგეგმილი.
ინფორმაციას უკვე ადასტურებს უკრაინის საგარეო უწყებაც. პრესმდივნის, ოლეგ ნიკოლენკოს ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე საკვანძო თემა იქნება ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის შეხვედრის ორგანიზება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ევროკავშირში.