პეტიცია ორბანის წინააღმდეგ - ჩამოართმევენ თუ არა უნგრეთის პრემიერს ევროპულ საბჭოში ხმის უფლებას?

პეტიცია ორბანის წინააღმდეგ. უნგრეთის პრემიერს შესაძლოა ევროპულ საბჭოში ხმის უფლება ჩამოართვან. ასე პასუხობენ ევროპელი დეპუტატები პუტინის მოკავშირე ლიდერის შანტაჟს. ორბანის ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ევროპულ დემოკრატიას საფრთხეს უქმნის - წერია ევროპარლამენტარების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში. ეს არის ისტორიული პეტიცია, რომელიც ევროპული საბჭოს არსებობის პირობებში პირველად დადგა დღის წესრიგში.
კიდევ უფრო ისტორიული იქნება ის გადაწყვეტილება, თუ პეტიციის ავტორების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მსგავსი სანქციები ბრიუსელში ჯერ ევროკავშირის წევრი არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ ამოქმედებულა. თუმცა ამისათვის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ევროპელი დეპუტატები ამბობენ, რომ ორბანის შანტაჟს პასუხი უნდა გაეცეს. ხელმოწერილი პეტიცია ხვალ ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს გადაეგზავნება.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.