სარაკეტო იერიში ხარკოვზე და 13 დაშავებული - ბოლო ცნობები
13 დაშავებული სარაკეტო იერიშის შედეგად. ასეთია ბოლო ცნობა ხარკოვიდან, სადაც ოკუპანტებმა 3 სართულიანი სასტუმრო დაბომბეს. შენობა ნაწილობრივ დაინგრა. დაშავებულთა შორისაა საქართველოს მოქალაქეც, რომელმაც კლინიკა უკვე დატოვა. ჟურნალისტი დავით კაჭკაჭიშვილი, ისევე როგოც ათეულობით ადამიანი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. ცნობილი ხდება, რომ საოლქო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ომის წესებისა და კანონების დარღვევის მუხლით აღძრა. გამოძიების ინფორმაციით, ოკუპანტებმა ხარკოვზე შეტევა გვიან ღამით ბელგოროდის ოლქიდან განახორციელეს.
ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებისგან დამატებით იარაღს ითხოვს, უკრაინის ათობით ქალაქის დაბომბვის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ პუტინს არ შეაჩერებენ, რუსეთის შემდეგი სამიზნე პოსტსაბჭოთა ქვეყნები იქნება.
ოფიციალური მოსკოვი ბირთვულ იარაღით იმუქრება, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, სოციალურ ქსელში წერ,ს რომ თუ უკრაინა შორი მანძილის რაკეტებით რუსული გამშვები სადგურების დაბომბვას გააგრძელებს, რუსეთი იძულებული იქნება უკრაინას ბირთვული იარაღით შეუტიოს.
უკრაინულ ქალაქებში საჰაერო განგაშის ხმა არ წყდება, ყოველდღიურად რუსი აგრესორები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას რუსული რაკეტებით ბომბავენ.