დახმარება, რომელსაც უკრაინას ვაწვდიდით, შეჩერებულია - თეთრი სახლი

12.01.24 10:10
დახმარება, რომელსაც უკრაინას ვაწვდიდით, შეჩერებულია - თეთრი სახლი

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი გადასცა - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ასეთი პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხა ამოიწურა.

ჯონ კირბის თქმით, ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარება შეჩერებულია და მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა იმოქმედოს.

„დიახ. ჩვენ გავეცით მარაგში არსებული დახმარების ბოლო პაკეტი, რომლისთვისაც დაფინანსება გვქონდა.

დახმარება, რომელსაც ჩვენ ვაწვდიდით, ახლა უკვე შეჩერებულია, რუსების მხრიდან თავდასხმების რაოდენობა მხოლოდ იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს კონგრესმა იმოქმედოს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნაზე, რათა შემდგომი დაფინანსება მივიღოთ“, - განმარტა ჯონ კირბიმ.

 

მსგავსი სიახლეები