ამერიკისა და ბრიტანეთის სამხედრო ოპერაცია წითელ ზღვაში - იემენში დარტყმები 60-ზე მეტ სამიზნეზე განხორციელდა

12.01.24 10:42
ამერიკისა და ბრიტანეთის სამხედრო ოპერაცია წითელ ზღვაში - იემენში დარტყმები 60-ზე მეტ სამიზნეზე განხორციელდა

ამერიკის და ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა, წითელ ზღვაში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. 
სამხედროების მთავარი დავალება ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური დაჯგუფების შეჩერებაა. ჰუსიტები უკვე რამდენიმე თვეა წითელ ზღვაში სავაჭრო  გემებს რაკეტებით და დრონებით უტევენ. 

მეამბოხე ჰუსიტებს ამერიკამ და ბრიტანეთმა ღამით ავიაციით შეუტია. იბომბებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები, მათ შორის სამხედრო ბაზები, რაკეტების იარაღების  და ირანის მიერ გადაცემული დრონების საწყობები. მხოლოდ ბოლო ორ თვეში ჰუსიტები ჯამში 27 კომერციულ გემს დაესხნენ თავს, შედეგად დაზარალებულია 50-ზე მეტი ქვეყანა, რადგან ამ თავდასხმების გამო, მათ შორის გაიზარდა ფასი ნავთობზეც.

შშ-ის საჰაერო ძალების ცენტრალურმა სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექს გრინკევიჩმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და კოალიციის ძალებმა იემენში, „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.

მისივე თქმით, დარტყმები განხორციელდა სარდლობისა და კონტროლის პუნქტებზე, საბრძოლო მასალის საცავებზე, გამშვებ სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებზე, რისთვისაც 100-ზე მეტი ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალა გამოიყენეს.

თავდასხმებს „ჰუსიტების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჰუსეინ ალ-იზიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო „ამ აგრესიისთვის მძიმე ფასს გადაიხდიან“.