რუსები ოჩამჩირეში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ - ბუდანოვი

12.01.24 16:41
რუსები ოჩამჩირეში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ - ბუდანოვი

რუსები ოჩამჩირეში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა Le Monde-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამის მიზეზად ბუდანოვი უკრაინის მხრიდან მტრის საზღვაო ფლოტსა და საპორტო ობიექტების მისამართით განხორციელებულ შეტევებს ასახელებს.

ბუდანოვის თქმით, შავი ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშაა, ისევე როგორც გაზის წარმოების პლატფორმები.

"ჩვენ რეგულარულად ვუტევთ მტრის საზღვაო ფლოტსა და საპორტო ობიექტებს, ამიტომ რუსებს მოუწიათ სწრაფად გადაეტანათ ყველაფერი სამხრეთ-აღმოსავლეთით. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოჩამჩირაში საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ.

საზღვაო საექსპორტო დერეფნები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, რისკების მიუხედავად კვლავ ფუნქციონირებს", - დასძინა ბუდანოვმა.

მსგავსი სიახლეები