დიდი ბრიტანეთი უკრაინას იმის დაწყებიდან ყველაზე დიდ დახამარების პაკეტს გადასცემს

12.01.24 20:39
დიდი ბრიტანეთი უკრაინას იმის დაწყებიდან ყველაზე დიდ დახამარების პაკეტს გადასცემს

 

200 მილიონი ფუნტი  დრონების წარმოებისთვის - დიდი ბრიტანეთი უკრაინას იმის დაწყებიდან ყველაზე დიდ დახამარების პაკეტს გადასცემს. ომში მყოფ ქვეყანასთითქმის სამი მილიარდის სამხედრო დახმარებაც გადაეცემა, რომელიც მოიცავს დამატებით ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, დამატებით შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, ათასობით ჭურვს და წვრთნებს უკრაინელი ჯარისკაცებისთვის.

ახალი პაკეტის შესახებ კიევში ჩასულმა ბრიტანეთის პრემიერმა ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე  ისაუბრა. ორმა ლიდერმა უკვე მოაწერა ხელი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ისტორიული შეთანხმებას.

თქვენი თავისუფლების სურვილმა შთააგონა და შეეხო ბრიტანელ ხალხს. ხოლო ჩვენი, მსოფლიოს თავისუფალი სახელმწიფოებისთვის, უკრაინის დახმარება არის ინვესტიცია ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში. თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ის აქ არ გაჩერდება... სწორედ ამის გამო გაერთიანებული სამეფო და თავისუფალი სამყარო გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, როგორც ამას ვაკეთებდით ამ ომის დაწყების დღიდან“, - აღნიშნა სუნაკმა.