გერმანიაში ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

13.01.24 10:17
გერმანიაში ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. მამაკაცებს სახლების ძარცვას ედავებიან. ხელბორკილები 35 და 40 წლის ეჭვმიტანილებს დაადეს. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ პოლიცამ  ნაქურდალი ნივთების ნაწილსაც მიაგნო.

არსებობს ცნობები, რომ მამაკაცები სახლებიდან საყოფაცხოვრებო ნივთებს იპარავდნენ.  დაკავებულები ბრალის წარდგენას ელოდებიან. საქმეს ბერლინის პოლიცია იძიებს.