უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

13.01.24 10:38
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშები ამ დრომდე გრძელდება და საჰაერო თავდაცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით აფეთქებების ხმა დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქებშიც ისმოდა. დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები