ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის მუშაობა შესაძლოა, წელს დაიწყოს - შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს ე.წ. მდივანი სერგეი შამბა აანონსებს, რომ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის ფუნქციონირება შესაძლოა, მიმდინარე წელს დაიწყოს - ამის შესახებ მან განცხადება რუსულ სამთავრობო მედიასთან გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციამ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პასუხისმგებლობა აიღო, რომელსაც პირნათლად ასრულებს.
სამშენებლო სამუშაოები ოჩამჩირის ყურეში, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი ბაზა განთავსდება, ჯერ არ დაწყებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი დაპროექტება. მაგრამ მისი ფუნქციონირება შესაძლოა წელს დაიწყოს, თუმცა გამიჭირდება ზუსტი დროის დასახელება და ასევე იმის თქმა, თუ კონკრეტულად რა განთავსდება ამ პუნქტში. ეს იქნება საბაზისო წერტილი, როგორც ეს ხელშეკრულებაში წერია.
რუსეთმა აიღო ვალდებულებები აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენ ვხედავთ, როგორ სრულდება ისინი. 2008 წლიდან ზღვაზე გემების ჩამორთმევის ინციდენტი არ გვქონია, სასაზღვრო ზონაში მშვიდი ვითარებაა. შეთანხმებით ვალდებულებები აქვს აფხაზურ მხარესაც. ჩვენ ასევე ვასრულებთ მათ". - აღნიშნა შამბამ.