სასამართლომ დონალდ ტრამპს New York Times-ისთვის 392 638 დოლარის გადახდა დააკისრა

Associated Press იტყობინება, რომ ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, New York Times-ისა და 2 გამომძიებელი ჟურნალისტისთვის 392 638 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.
"დღევანდელი გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ შტატის ახლად მიღებულ ანტი-SLAPP წესდება პრესის თავისუფლების დასაცავად ძლიერი ძალა შეიძლება იყოს. ეს სასამართლოს გზავნილია მათთვის, ვისაც ჟურნალისტების გასაჩუმებლად სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება უნდათ," - განაცხადა New York Times-ის სპიკერმა, დანიელ როუდს ჰამ.