საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

13.01.24 14:07
საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟორნე, პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა.

თავად სეჟორნე კი Twitter-ზე წერს, რომ უკრაინა თითქმის ორი წელია იცავს თავის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებას.

"საფრანგეთის დახმარება გრძელვადიანია. ეს არის ის, რის თქმაც მე მოვახერხე კიევში ჩემი პირველი მოგზაურობისას," - ამბობს სეჟორნე.

უკრაინული მედია კი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, კატრინ კოლონას ვიზიტი იგეგმებოდა. თუმცა, მთავრობაში საკადრო გადანაცვლებებმა გეგმები შეცვალა.