ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 10 ადამიანი გარდაიცვალა

13.01.24 14:37
ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 10 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 10 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV ავრცელებს.

ამ დროისთვის, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 6 ადამიანი ითვლება, რომელთა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ჩინეთის ჰენანის პროვინციის, ქალაქ პინდინშანის ქვანახშირის მაღაროში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.