არ შეიძლება ყოყმანი ისეთ საკითხში, როგორიცაა ომში უკრაინის მხარდაჭერა - ტუსკი

13.01.24 15:57
არ შეიძლება ყოყმანი ისეთ საკითხში, როგორიცაა ომში უკრაინის მხარდაჭერა - ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აანონსებს, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება დაჩქარდება - მისი თქმით, ოფიციალური ვარშავა წინააღმდეგობას გაუწევს ყველა იმ მცდელობას, რომელიც ომში ჩართული ქვეყნის დახმარებას არ განაპირობებს.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ევროპის სახელმწიფო ლიდერებმა მეტი თანხა უნდა დააბანდონ იარაღსა და თავდაცვაში.

უკრაინა რუსეთის შეკავებით, საშუალებას აძლევს პოლონეთს თავი შედარებით დაცულად იგრძნოს. ამიტომ, მომავალში ვარშავა დაუპირისპირდება ნებისმიერ დისკრედიტაციას უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით.

ჩვენ არ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ არაფერი ხდება. არ შეიძლება ყოყმანი ისეთ საკითხში, როგორიცაა ომში უკრაინის შეიარაღება და მხარდაჭერა. ჩემთვის ეს უდაო ფაქტია", - თქვა ტუსკიმ.