ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა, უილიამ ლაიმ გაიმარჯვა

13.01.24 18:02
ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა, უილიამ ლაიმ გაიმარჯვა

ტაივანში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა, უილიამ ლაიმ გაიმარჯვა.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან 5 მილიონზე მეტი ხმა მიიღო.

დამარცხება უკვე აღიარა და ლაის გამარჯვება მიულოცა მისმა მთავარმა კონკურენტმა ჰოუ იუიმ.