დანია მიკოლაივის რეკონსტრუქციისთვის უკრაინას 21 მილიონ დოლარს გამოუყოფს

13.01.24 18:37
დანია მიკოლაივის რეკონსტრუქციისთვის უკრაინას 21 მილიონ დოლარს გამოუყოფს

დანია უკრაინას ქალაქ მიკოლაივის აღდგენისთვის 21 მილიონ დოლარს გამოუყოფს - ინფორმაციას უკრაინული მედია ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დახმარების პაკეტი მოიცავს პროექტებს სოფლის მეურნეობის სექტორში, რომელიც მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო მიწების განაღმვას, ასევე მიკოლაივის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სახანძრო უსაფრთხოებისთვის საერთო საცხოვრებლის რეკონსტრუქციას.