"ჰამასის" წინააღმდეგ ომში ისრაელი გამარჯვების გზაზეა, კომპრომისზე არ წავალთ! - ნეთანიაჰუ

14.01.24 09:18
"ჰამასის" წინააღმდეგ ომში ისრაელი გამარჯვების გზაზეა, კომპრომისზე არ წავალთ! - ნეთანიაჰუ

"„ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელი გამარჯვების გზაზეა, კომპრომისზე არ წავალთ!" - ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

პრემიერის თქმით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელს “ვერავინ ვერ გააჩერებს.”

რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარ განმეორდება… გამარჯვებისკენ გზაზე ვართ და არ გავჩერდებით, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ. კომპრომისზე არ წავალთ და არ გავჩერდებით!” - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

როგორც ნეთანიაჰუ აღნიშნავს, ბოლო შეხვედრის დროს მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს უთხრა, რომ "ეს არა მხოლოდ ჩვენი ომია, არამედ თქვენი ომიცაა".