"ირანს კონფიდენციალური შეტყობინება გადავეცით" – ბაიდენი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ თეთრ სახლს “ჰუსიტების” თაობაზე ირანთან კონფიდენციალური კომუნიკაცია ჰქონდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
[შეტყობინება] კონფიდენციალურად გადავეცით და დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად ვართ მომზადებულები”, – უთხრა ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
პრეზიდენტმა ეს განცხადება 12-13 იანვარს იემენში “ჰუსიტების” ობიექტებზე იერიშების მიტანის შემდეგ გააკეთა.
ღაზაში მიმდინარე ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს. მათი სამიზნეები ისრაელთან დაკავშირებული გემები და ტანკერებია.