იაპონიაში ვულკანი ამოიფრქვა - გამოცხადებულია განგაშის მესამე დონე

14.01.24 09:56
იაპონიაში ვულკანი ამოიფრქვა - გამოცხადებულია  განგაშის მესამე დონე

იაპონიაში, სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულ სუვანოსეჯიმაზე, ოტაკეს მთაზე, ვულკანი ამოიფრქვა. ჯერჯერობით, დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ვულკანი 14 იანვარს ამოიფრქვა. 

სააგენტომ ვულკანის გამო, განგაშის მესამე დონე გამოაცხადა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტომ მთამსვლელებსა და სხვა მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდა.