საჰაერო განგაში ქალაქ კიევსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში დილით გამოცხადდა

14.01.24 10:07
საჰაერო განგაში ქალაქ კიევსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში დილით გამოცხადდა

ქალაქ კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში იყო, რომელიც დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, არსებობდა ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხე.

მათ აღნიშნეს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მოწინააღმდეგის ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა შეინიშნებოდა.

მსგავსი სიახლეები