მაკრონი ღაზაში მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების გაგრძელებას ითხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტი ღაზაში მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების გაგრძელებას ითხოვს.
ემანუელ მაკრონმა ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც პრეზიდენტი ამბობს, საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ მძევლები უვნებლად დაბრუნდნენ სახლებში.
დღეს 7 ოქტომბრის თავდასხმიდან 100 დღე გავიდა. საფრანგეთი თავის შვილებს არ ტოვებს. სწორედ ამიტომ მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები ისევ და ისევ უნდა განახლდეს. არასდროს დანებდეთ, რადგანაც ჩვენ არასდროს დავთანხმდებით მსხვერპლს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და შეგიძლიათ, გქონდეთ ჩემი იმედი, რომ მათ სახლებში დავაბრუნებთ”, - განაცხადა მაკრონმა.
„ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილი თავდასხმის შემდეგ ტყვეობაში სავარაუდოდ რჩება 150-მდე ადამიანი. ფრანგული მედიის ცნობით, მათ შორის შეიძლება, იყოს სამი ფრანგი.