უკრაინა მხარს დაუჭერს დიდ ბრიტანეთს, თუ მას რუსეთი დაესხმება თავს - შმიგალი

14.01.24 10:52
უკრაინა მხარს დაუჭერს დიდ ბრიტანეთს, თუ მას რუსეთი დაესხმება თავს - შმიგალი

"უკრაინაც დაიცავს თავის მოკავშირესა და პარტნიორს, ამა თუ იმ გზით მხარს დაუჭერს ბრიტანეთს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში", - ეს განცხადება უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა გააკეთა.

პრემიერი ამბობს, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობიდან გამომდინარე უკრაინა მხარს დაუჭერს დიდ ბრიტანეთს, თუ მას რუსეთი დაესხმება თავს. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შორის დადებული შეთანხმება ორმხრივია. რაც იმას გულისხმობს, რომ ამ ომის დასრულების შემდეგ ბრიტანეთთან დადებული მხარდაჭერის შეთანხმება დარჩება.

და არა მხოლოდ ბრიტანეთია ვალდებული 24 საათის განმავლობაში რეაგირება მოახდინოს, თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო, არამედ უკრაინაც დაიცავს თავის მოკავშირესა და პარტნიორს, ამა თუ იმ გზით მხარს დაუჭერს ბრიტანეთს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში", - თქვა პრემიერმა.

12 იანვარს კიევს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი რიში სუნაკი ეწვია. შეხვედრის ფარგლებში უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის უსაფრთხოების ორმხრივი ხელშეკრულება დაიდო.