სანდუ: ვიცით, რომ გაზაფხულზე რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით ქმედებებს განაახლებს

14.01.24 14:06
სანდუ: ვიცით, რომ გაზაფხულზე რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით ქმედებებს განაახლებს

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა კიშინიოვში წესრიგისა და ძალაუფლების დესტაბილიზაციას, ცდილობდა გამოეყენებინა რეჟიმი დნესტრისპირეთის რეგიონში, მაგრამ ქვეყანამ მიიღო ყველა ზომა ამ მცდელობების დასაძლევად.

სანდუს თქმით, მოლდოვას რესპუბლიკას ამ თვალსაზრისით რუმინეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის იმედი აქვს.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთი ცდილობდა კიშინიოვში წესრიგისა და ძალაუფლების დესტაბილიზაციას, ყოველ ჯერზე ცდილობდა გამოეყენებინა რეჟიმი დნესტრისპირეთის რეგიონში. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ რისკებს და ვიღებთ ყველა ზომას ამ დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ მოქალაქეებთან გვაქვს კომუნიკაცია ამ რიკსებთან დაკავშირებით, როგორც შარშან, როცა რუსეთის განზრახვა იყო ხელისუფლების დამხობა. მოქალაქეებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად ვცდილობთ დავიცვათ თავი ამ რისკებისგან, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, ჯერ კიდევ არის მოწყვლადობა“, - განაცხადა მაია სანდუმ.