ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ რუსეთში ჩავა

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩოე სონ ჰუი 15-17 იანვარს რუსეთს ეწვევა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ვიზიტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიწვევით განხორციელდება.