ისლანდიაში ვულკანის ლავამ სახლებამდე მიაღწია - რამდენიმე შენობა იწვის

14.01.24 19:53
ისლანდიაში ვულკანის ლავამ სახლებამდე მიაღწია - რამდენიმე შენობა იწვის

ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ლავამ ქალაქ გრინდავიკამდე მიაღწია. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მანამდე გრინდავიკის მერმა ფანარ იონასონმა ვულკანის ამოფრქვევას "დიდი და სერიოზული შოკი” უწოდა.

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ გრინდავიკთან ვულკანი ამოიფრქვევა. სეისმური აქტივობა ღამით გაძლიერდა, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები