რუსეთის კურსკის ოლქში აფეთქებები იყო - ოკუპანტი ამტკიცებს, რომ სამი რაკეტა ჩამოაგდო
რუსეთის კურსკის ოლქში აფეთქებები იყო. თავდაცვის უწყების ცნობით, ჩამოგდებულია სამი რაკეტა. თავდასხმის უკან პუტინის რეჟიმი უკრაინის კვალს ხედავს და რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას აძლევს.
მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია რუსული მედიით არ გავრცელებულა.