ისლანდიაში ამოფრქვეულმა ვულკანმა ქალაქ გრინდავიკამდე მიაღწია

15.01.24 12:52
ისლანდიაში ამოფრქვეულმა ვულკანმა ქალაქ გრინდავიკამდე მიაღწია

ისლანდიაში ამოფრქვეულმა ვულკანმა ევაკუირებულ ქალაქამდე, გრინდავიკამდე მიაღწია. ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე სახლს ცეცხლი უკიდია. "დიდი და სერიოზული შოკი" - ასე შეაფასა ქალაქის მერმა ვულკანური პროცესების გაააქტიურება.

ბოლო ერთ თვეში ეს ვულკანის ამოფქრვევის უკვე მეორე შემთხვევაა. ბუნებრივ კატასტროფას ისლანდიაში რამდენიმე კვირის მანძილზე ელოდებოდნენ, ამიტომ ხელისუფლებამ მიწისა და კლდის ბარიერები ააშენა.

ამ ეტაპზე მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.