2 დაღუპული და 10-მდე დაშავებული - ბაქოში აფეთქება მოხდა

15.01.24 14:35
2 დაღუპული და 10-მდე დაშავებული - ბაქოში აფეთქება მოხდა

ბაქოში, ავეჯის ცეხში აფეთქება მოხდა. შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 10-მდე ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს. ტრაგედიის ადგილზე 15 სამედიცინო ბრიგადა მივიდა. 

ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოებიც, რადგან გამორიცხული არ არის, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ მოყოლილები.