ზალუჟნი ადასტურებს ორი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ადასტურებს აზოვის ცაზე ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავის - მზვერავი A-50 და ბომბდამშენი Іл-22М - ჩამოგდებას. ზალუჟნიმ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ ქრება რადარიდან ორი რუსული თვითმფრინავი. სხვა დეტალებზე, მაგალითად, რა იარაღით მოხდა რუსული ხომალდების განადგურებას, ზალუჟნის არ უსაუბრია.
„მადლობა საჰაერო ძალებს აზოვისპირეთში ბრწყინვალედ დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციისთვის“, – ციტირებს მას „უკრაინსკა პრავდა“.