ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. მისი თქმით, შეხვდება ქვეყნის ლიდერებს და მონაწილეობას მიიღებს დავოსის ფორუმზე.
ბერნში მე გავმართავ მოლაპარაკებებს პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელებთან, პარტიებისა და ფრაქციების ლიდერებთან, ქალბატონ პრეზიდენტ ვიოლა ამერდთან.
მე ასევე ვისაუბრებ გატაცებული ბავშვების დაბრუნებაზე, სანქციებზე და გაყინული რუსული აქტივების გამოყენების მექანიზმების ძიებაზე, ჰუმანიტარულ განაღმვით თანამშრომლობაზე, ფინანსურ მხარდაჭერასა და უკრაინის აღდგენაზე", - დაწერა ზელენსკიმ.