უკრაინის მიერ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდება - რას ამბობენ მოსკოვში?

15.01.24 16:59
უკრაინის მიერ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდება - რას ამბობენ მოსკოვში?

უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდებას რუსეთში არ ადასტურებენ. პუტინის პრესმდივანი ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია თვითმფინავების ჩამოგდებაზე. პესკოვმა მედიასთან განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია არ აქვს და მედიის წარმომადგენლებს ურჩია, თავდაცვის სამინისტროს მიმართონ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ჯერჯერობით, არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავები ჩამოაგდო - ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთს ასეთი მნიშვნელოვანი სადაზვერვო აეროხომალდი ჩამოუგდეს, რაც დიდი დანაკარგია პუტინისთვის.   ჩამოგდებული ავიამფრენი რადიოლოკაციური თვითმფრინავი იყო, რომელიც ბომბდამშენებს სამიზნეებს უსწორებდა. 

უკრაინელების მიერრ ჩამოგდებული საფრენიი მოწყობილობის ღირებულება სამასი მილიონ დოლარს აღემატება. უკრაინიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის ინფორმაციით, განადგურებულია საჰაერო-სამეთაურო პუნქტი Іл-22М.

უკრაინულმა მედიამ და რუსულმა ტელეგრამ-არხებმა 14 იანვარს, ღამით, გაავრცელეს ცნობები, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვის თავზე ჩამოაგდეს რუსეთის მზვერავი თვითმფრინავი А-50 და დააზიანეს ბომბდამშენი Ил-22.

 

მსგავსი სიახლეები