რუსმა საოკუპაციო ძალებმა საჰაერო იერიში დონეცკის ოლქზე მიიტანეს - არის მსხვერპლი
რუსმა საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის კრასნოჰორივკას დასახლებაზე საჰაერო იერიში მიიტანეს - დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის ცნობით, იერიშის შედეგად ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა.