თავდასხმა ისრაელში - მოკლულია 1 და დაშავებულია 18 ადამიანი

15.01.24 18:15
თავდასხმა ისრაელში - მოკლულია 1 და დაშავებულია 18 ადამიანი

ისრაელის ქალაქ რაანანაში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა ტერორისტული აქტის დროს ერთი ადამიანი დანით დაჭრა, სამი სხვადასხვა ავტომობილი გაიტაცა და ხალხს დაეჯახა.

პოლიციის მეთაურმა, ავი ბიტონმა განაცხადა, რომ დაკავებულია ორი პალესტინელი, რომელიც ჰებრონის რაიონიდან არიან და ისრაელში ორივე მათგანი არალეგალურად იმყოფებოდა.