ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის რეგულაციებს ამკაცრებს
ფინეთი რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ტრანზაქციებს აუკრძალავს - ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის მინისტრი, ანტი ჰაკენი ავრცელებს.
მისი თქმით, ქვეყანამ უძრავი ქონების რუსი მფლობელებისთვის რეგულაციების გამკაცრება და შეზღუდვების დაწესება ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო.