პუტინს ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა - მხარეებმა უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა - მხარეებმა უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს.
ინდოეთის პრემიერის თქმით, მოლაპარაკების პროცესში სამომავლო ინიციატივების სამოქმედო გეგმის შედგენაზე შეთანხმდნენ.
პრეზიდენტ პუტინთან კარგი საუბარი მქონდა. ჩვენი განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა პოზიტიური მოვლენები განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ სამომავლო ინიციატივების სამოქმედო გეგმას შევადგენთ. ასევე, ჩვენ სხვადასხვა რეგიონული და გლობალური საკითხების შესახებ გავცვალეთ აზრები, მათ შორის რუსეთის მიერ BRICS-ის თავმჯდომარეობის შესახებ“, - წერს Twitter-ზე ინდოეთის პრემიერმინისტრი.