ევროკავშირის ფარგლებში უკრაინულ-პოლონურ ალიანსზე ფიქრი უნდა დავიწყოთ - კულება

15.01.24 20:46
ევროკავშირის ფარგლებში უკრაინულ-პოლონურ ალიანსზე ფიქრი უნდა დავიწყოთ - კულება

"ევროკავშირის ფარგლებში უკრაინულ-პოლონურ ალიანსზე ფიქრი ახლავე უნდა დავიწყოთ", - ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გააკეთა. 

მისი თქმით, უკრაინა და პოლონეთი ის სახელმწიფოებია, რომლებიც ერთმანეთის გაძლიერებას შეძლებენ და მსოფლიო პოლიტიკაში მნიშნელოვან როლს ითამაშებენ. 

ვფიქრობ, რის შესახებაც უნდა ვისაუბროთ, რის შესახებაც უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი, არის ევროკავშირის ფარგლებში უკრაინულ-პოლონური ალიანსი. იმიტომ, რომ ჩვენ ორი ძალიან ძლიერი მოთამაშე ვიქნებით. ჩვენ პოლონეთს გავაძლიერებთ და პოლონეთი ჩვენ გაგვაძლიერებს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დროა, უკრაინამ და პოლონეთმა დაიწყონ მოლაპარაკებები იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო საერთო პრობლემების აღმოსაფხვრელად.

პირველად ისტორიაში, მთელი ევროპა, ლისაბონიდან კიევამდე, ერთ მთლიანობაში იცხოვრებს. უკრაინელები და პოლონელები ამ დიდი პროექტის ნაწილი იქნებიან და თავიანთ როლს შეასრულებენ. მე მჯერა, რომ ასეთი სტრატეგიული დისკუსიისკენ და პარტნიორობისკენ უნდა ვისწრაფოდეთ“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.