ვორონეჟში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული - რუსულ ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

16.01.24 10:15
ვორონეჟში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული - რუსულ ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

ვორონეჟში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. რუსულ ქალაქში ღამით აფეთქებების ხმები ისმოდა. ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, სამხედროებმა დრონებით შეტევა მოიგერიეს. რუსული ტელეგრამ არხი "ბაზა" იუწყება, რომ იერიშების გამო, ქალაქში რამდენიმე სახლია დაზიანებული. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ უკრაინელების მხრიდან  ტერაქტის მოწყობის მცდელობა აღკვეთეს.

მსგავსი სიახლეები