ჰამასმა ისრაელელი მძევლების გვამების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

16.01.24 10:56
ჰამასმა ისრაელელი მძევლების გვამების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

ჰამასის ტერორისტული დაჯგუფება ამტკიცებს, რომ ისრაელელი მძევლები ისრაელის არმიის შეტევების დროს დაიღუპნენ. რადიკალური მოძრაობის წევრებმა რამდენიმე საათის წინ ახალი ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. კადრებში მძევლად აყვანილი ადამიანების გვამები ჩანს.  ეს ის ადამიანები არიან, ვინც ჯერ კიდევ კვირას ისრაელის ხელისუფლებას მიმართავდნენ და ამბობდნენ, რომ სახლებში დაბრუნება უნდოდათ.

კვირას გავრცელებული ჩანაწერი სრულდება ჰამასის ტერორისტების ფრაზით: "ხვალ შეგატყობინებთ მათ ბედს".

ოფიციალური იერუსალიმი ჰამასს მძევლებისს ფსიქოლოგიურ წამებაში ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები