ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ამ ომში ის გაიმარჯვებს - ბენ ჰოჯესი

16.01.24 12:51
ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ამ ომში ის გაიმარჯვებს - ბენ ჰოჯესი

ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ამ ომში ის გაიმარჯვებს - ამის შესახებ გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა, ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯსმა გამოცემა Sestry-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამისათვის, მისი თქმით, უკრაინას სჭირდება მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რომელიც ყველგან შეიძლება მისწვდეს. ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მეორე კომპონენტს მან უწოდა ყირიმის იზოლაცია - ეს არის ორი მარშრუტის დახურვა, რომლითაც შეიძლება იქ მისვლა.

„ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით „გადამწყვეტ ტერიტორიას“ და ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ჩემი აზრით, ის მოიგებს ამ ომს. არა მგონია, უახლოეს მომავალში მოხდეს სახმელეთო შეტევითი ოპერაცია ნახევარკუნძულზე, მაგრამ, ასეა თუ ისე, ეს უკვე მოძველებული აზროვნების გზაა. ვგულისხმობ, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ყირიმი გამოუსადეგარი გახდეს რუსული ჯარისკაცებისთვის", - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა

მსგავსი სიახლეები