დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ზელენსკი დღეს მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

16.01.24 12:57
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ზელენსკი დღეს მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

ვოლოდიმის ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს. უკრაინის პრეზიდენტი დღეს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა. შვეიცარიაში ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატები უკვე მესამე დღეაა შეკრებილებილები არიან, თუმცა ფორუმში არ მონაწილეობს რუსეთი.

შვეიცარიაში იმყოფება 60-მდე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელი, მათ შორის არის ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო დელეგაციით. განსახილველ საკითხებს შორის არის ზელენსკის მიერ შემუშავებული უკრაინის მშვიდობის 10 პუნქტიანი ფორმულა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია ამ განხილვაში მიიღებს თუ არა მონაწილეობას ქართული დელეგაცია.

მსგავსი სიახლეები